დატოვებს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობა" პარლამენტს - რას ფიქრობენ პარტიაში

31.01.23 11:33
დატოვებს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობა" პარლამენტს  - რას ფიქრობენ პარტიაში

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარლამენტის დატოვების თაობაზე საუბარი იწყება. პოლიტსაბჭოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ თქვა, რომ ეს იდეა ჰქონდა ნონა მამულაშვილს, რომ თავმჯდომარეობის არჩევნების დროს ხალხს ჰქონოდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა აზრი, ენმ-მ უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი.

მისი თქმით, ეს დროში ევრ მოესწრო და ახლა, როდესაც წინა რის პოლიტსაბჭოს არჩევნები, სწორედ მაშინ უნდა დააფიქსიროს ამომრჩეველმა საკუთარი პოზიცია და უკარნახოს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რა მოიმოქმედოს. 

თავად ნაყოფია მომხრეა, რომ პარტიამ პარლამენტი დატოვოს.

გვიახლოვდება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის და წევრების არჩევნები. შეიძლება შევიტანოთ ბიულეტენში ან გამოვკითხოთ ხალხი არჩევნების პროცესში და ვკითხოთ ჩვენი პარტიის წევრებზე. დღეს ვერ ვხედავ ჩვენს ფუნქციას, არ ვიცი, პარლამენტში ვაპრავებთ "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს თუ რას ვაკეთებთ. ვიცი, რამდენიმე ადამიანი ჩვენს პარტიაში, რომელიც მუდმივად საუბრობს ამაზე. დავუშვათ, პარლამენტის წევრები, როგორებიც არიან, აკო მინაშვილი და ეკა ხერხეულიძე", - ამბობს ნაყოფია.

მსგავსი სიახლეები