მოლდოვის ვიცე-პრემიერი პარლამნეტში - ოპოზიცია ხელისუფლებას ქვეყნის მაგალითის გაზიარებას ურჩევს
მოლდოვის ვიცე-პრემიერი პარლამნეტის თავმჯოდმარეს ხვდება. ოლეგ სერებრიანისა და შალვა პაპუაშვილის საუბრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და 12 პუნქტის შესრულება იქნება.
დიდი ალბათობით, მხარეები რეგიონში მიმდარე პროცესებს და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგებს განიხილევენ.
ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, მოლდოვას გამოცდილება გაიზიაროს. "ლელოს" წევრი, დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუს მიიღო, თუმცა ომში არ ჩართულა:
იქნებ ახლა მოლდოვას მაინც მოუსმინონ, რომელიც არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია ფაქტობრივ-სამართლებრივი პოლიტიკური მოცემულობით და, რომელმაც კანდიდატის სტატუსიც მიიღო, არც ომში არ ჩართულა. იქ ხალხი და ხელისუფლება ერთად ახერხებს იმას, რომ უკრაინაზე ჰქონდეს ღირსეული პოზიცია. ამავე დროს, მოლდოვის სახელმწიფო ინტერესს არ შეუქმნას საფრთხე. ესე იგი, ეს შესაძლებელია. რაკი ამის ცოცხალი მაგალითია მოლდოვა, იქნებ კითხონ და მათგან რაიმე სწორი, სასარგებლო რჩევა მიიღონ"- თქვა დეპუტატმა.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ევროატლანტიკურ გზაზე მარტო დარჩენა და ტრიოდან გამოყოფა ქვეყანას დააზარალებს. ანა ბუჩუკური პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:
ტრიოს ფარგლებში საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე პოზიციებზე, ანუ ლიდერობდა რეფორმების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები საუბრობენ ე.წ „ბლექსლაიდინგზე“, დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების თვალსაზრისით. ტრიოდან არა ამოვარდნა, რაღაც სხვა სტატუსის ქონა, იზოლირება ან მარტო დარჩენა, ამ ტრიოს შენარჩუნება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, „შენ სად დგახარ?’’. ქართველი ხალხი სად დგას ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ პასუხისმგებლობა ხომ ხელისუფლებაზეა, „სად დგახარ შენ“ - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
"სტრატეგია აღმაშენებელი" "ქართულ ოცნების" განცხადებები, რომ პროდასავლური კურსს აგრძელებს ფასადურია. პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ რეალურად ხელისუფლება ანტიდასაცლურ პროპაგანდას აღვივებს და ამისთვის სპეციალურ ჯგუფებსაც ქმნის:
რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ მოსახლეობის 80%-ს უნდა დასავლეთშ იიინტეგრაცია, ღიად ვერ ამბობს, რომ არ უნდა დასავლეთი. ქმნის იმიტაციას თითქოს დასავლეთში უნდათ, თითოს ოპოზიციასთან საუბარი სურთ...
ჩვენ გადავეცით ღარიბაშვილს შვიდპუნქტიანი გეგმა, რომ ერთად წავსულიყავით და ერთად გვემუშავა, თუმცა ეს გეგმა ჩავარდა. პირიქით, შექმნეს სპეცდავალებათა ჯგუფი. ყოველ დღე აღვივებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომ "დასავლეთს ომი უნდა - ბიძინა ივანიშილს ფულს იმიტომ უკავებენ, რომ ომი უნდათ". პრობლემა არის „ქართულ ოცნებაში’’, რომელსაც რუსეთთან ვალდებულებების გამო არ უნდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია"- აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა.