ელიტური კორუფცია კვლავაც გამოწვევად რჩება - კორუფციის აღქმის ინდექსი
გამოვლენილია, სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, შემთხვევები გამოძიებული არ არის.
"ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია "კლეპტოკრატიის" სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ კორუფციის მხილებით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა კამპანიებმა გააჩინა ეჭვი, რომ პარლამენტმა შესაძლოა რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული", - წერია ანგარიშში.
ასევე ნახეთ: კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის.
კორუფციის აღქმის ინდექსი 2022 - ვრცლად ნახეთ აქ