თავის დარტყმა არ ყოფილა, გონის კარგვა პერსონალს არ უნახავს - "ვივა მედი" სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის გონის კარგვას ბადრაგი და ექთანი არ შესწრებიან - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ვივა-მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხეიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გონების დაკარგვის შესახებ ინფორმნაცია მედიკოსებს თავად მესამე პრეზიდენტმა მიაწოდა.
ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება.
"ტკივილს არ უჩივის, თავის დარტყმა არ ყოფილა, ზურგით მოხდა შეხება"- განაცხადა მედიკოსმა.