მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვემუქრებიან - "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი

31.01.23 13:32
მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვემუქრებიან - "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი

კლინიკა "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი მუქარაზე საუბრობს - ზურაბ ჩხაიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კლინიკის მედპერსონალი და თავადაც სოციალური ქსელით და ტელეფონით მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ. 

მედიკოსი იქვე ამბობს, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს ისინი მიხეილ სააკაშვილის ოჯახისგან არ იღებენ.

"ტვ პირველის" კითხვაზე, მიმართა თუ არა მან პოლიციას, "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ "თუ საჭირო იქნება მიმართავს". 

კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ჩვენგანს, უკვე გადავიდნენ ოჯახის წევრებზე. დასახელდება ყველა ეს ადამიანი. ამ ინფორმაციით დაკავდებიან შესაბამისი სამსახურები. მემუქრებიან მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც. სატელოფონო და სოციალური ქსელის საშუალებით. ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები