კეზერაშვილ-მერაბიშვილი ხაბეიშვილს მალე გააგდებს თანამდებობიდან, როგორც მელია გააგდეს - კალაძე

31.01.23 13:40
კეზერაშვილ-მერაბიშვილი ხაბეიშვილს მალე გააგდებს თანამდებობიდან, როგორც მელია გააგდეს - კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ენმ-ს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს სულ მალე გააგდებენ თანამდებობიდან, როგორც ეს მელიას შემთხვევაში მოხდა.

კალაძე პირდაპირ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა სინამდვილეში კეზერაშვილ-მერაბიშვილია.

„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად - არჩევნებისთვის ემზადებოდა, ფიზიკურადაც დაეტყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ხაბეიშვილი ამ ადამიანების მიერ დროებით დასმულია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩამოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ვნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია ეს ადამიანები შეიცვალონ. ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა კეზერაშვილი-მერაბიშვილი“, - აღნიშნავს კალაძე.

 

მსგავსი სიახლეები