"ოცნება" ელიტურ კორუფციას არ ადასტურებს - მმართველი პარტია TI-ის უნდობლობას უცხადებს
"ქართული ოცნება" ქვეყნაში არსებულ ელიტურ კორუფციას არ ადასტურებს - მმართველი პარტია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას უნდობლობას უცხადებს და გავლენიანს ორგანიზაციას თავს ესხმის.
ქვეყანა, რომელიც კორუფციული აღქმის ინდექსით არის მოწინავე ადგილებზე. კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს ეს ქვეყანა უნდათ გამოიყვანონ კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანად. რა საკვირველია, ეს მტრობას ნიშნავს. ცოტა მეტსაც. მტრობის გარდა, ეს უტიფრობაა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ის, რაც გიგაურმა გამოაქვეყნა, არის მცდელობა იმისა, რომ დღევანდელი სურათი გადაფაროს"- აცხადებს გია ვოლსკი.
"ხალხის ძალის" ლიდერი კი ამტკიცებს, რომ კორუფცია ევროპაშიც არსებობს:
ის, რომ მსოფლიო სენია კორუფცია ამას ისიც ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, თავად ევროკავშირშიც დაიჭირეს ადამიანები კორუფციასთან დაკავშირებით, საიდანაც მოდის ეს სიგნალები. მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები. ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფციას, რა თქმა უნდა, უნდა ებრძოლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ ევროკავშირშიც და ევროპარლამენტშიც ვერ აღმოფხვრეს - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, გამოვლენილია, სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა რომლებიც გამოძიებული არ არის.
ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის.