ისე ვარ დარწმუნებული, როგორც 2*2=4, რომ მელიას ჩანაწერი თანაგუნდელებმა გაუვრცელეს - კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას აუციო ჩანაწერი თანაგუნდელებმა გაუვრცელეს.
კალაძე ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" მმართველოს პერიოდში ყველა ადამიანზე აკეთებდა ჩანაწერს და ახლაც იგივეს აგრძელებენ.
„ისე ვარ დარწმუნებული, როგორ 2*2=4. ეს არის მათ მიერ ჩაწერილი და გავრცელებული. ეს ადამიანები არ და ვერ შეიცვლებიან. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რას კადრულობდნენ, რა ჩანაწერებს აკეთებდნენ. ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე ჰქონდათ კომპრომატი, ავადმყოფები იყვნენ. დღესაც, ოპოზიციაში აგრძელებენ საკუთარი გუნდის წევრების ჩაწერას. იგივე გააკეთეს მელიას შემთხვევაში”,- აღნიშნა კალაძემ.