TI ენმ-ს ფრთა და პოლიტიკით გაჯერებული ორგანიზაციაა - კახა კალაძე
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ არის ჩვეულებრივად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ფრთა. იმიტომ , რომ ეს არის პოლიტიკით გაჯერებული ორგანიზაცია"- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა TI-ის მიერ მიერ გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
კახა კალაძემ დრო ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია და ქველმოქმედებას ეწევა:
ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, იგი გასულია პოლიტიკიდან და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. დააკვირდით მის საქმიანობას. ავიღოთ იპოდრომის ტერიტორია, ლაგუნა ვერეს გადმოცემა. ყველაფერს გადმოსცემთ ისე, თითქოს რაღაც უბედურება ხდება" - აცხადებს კალაძე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, გამოვლენილია, სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა რომლებიც გამოძიებული არ არის.
ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის.