დაკავებისას დამნაშავეს ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ - გომელაური ავტოპარკის განახლებაზე
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ავტოპარკის განახლებათან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ავტომობილების შესყიდვა პოლიციელებისთვის არის საჭირო.
კიდევ ბევრი მანქანა უნდა შევიძინოთ, ჩვენ 43 000 პოლიციელზე მეტი ვართ, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ. 30 მანქანა არის ზღვაში წვეთი, პირდაპირ გეტყვით. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით გაატაროს შემოვლები ღამე. დამნაშავეს დაკავების დროს ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანები გვჭირდება. აქედან გამომდინარე განვაახლეთ მანქანები, არა 30, ასობით მანქანა უნდა ვიყიდოთ კიდევ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობა. პოლიციელს სჭირდება ფორმა, პოლიციელს სჭირდება მანქანა, შეიარაღება და აქედან გამომდინარე, ბევრჯერ მეკითხებიან-ხოლმე ,ამდენი პრემია სად იხარჯება, დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა," - ამბობს გომელაური.
ცნობისთვის, ხელისუფლება ავტოპარკის გასაახლებლად მხოლოდ ამ თვეში 8 მილიონს ხარჯავს, აპრილის დასაწყისში მანქანების შესყიდვა მოითხოვეს სხვადასხვა უწყებებმა. მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა მათგანის მოთხოვნაა, რომ ავტომობილები უახლესი მოდელის უნდა იყოს.