მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაგვყავსო - ხაჭაპურიძე "ვივა-მედში" მივიდა
გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში? - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე "ვივა მედში" მივდიდა.
მისი თქმით, მას მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.
დამირეკა მკურნალმა ექიმმა (თამარ დავარაშვილმა) დამირეკა და მითხრა, გადაგვყავს რეანიმაციულ განყოფილებაშიო. შალვა მოვიდეს და გადავალო. მასის ინდექსი 18 -ს ქვევით დაიკლოო- აცხადებს ხაჭაპურიძე
ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ თავდაპირველად ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.