ლევან ხაბეიშვილი "ვივა მედში" მივიდა
"ნეციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ვივა მედში" მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული მართვის განყოფილებაში გადაყვანის შესახებ განცხადება გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.
კლინიკაშია ექსპრეზიდენტის ადვოკატიც, რომელიც აცხადებს, რომ ექიმმა დაუდასტურა, რომ პაციენტს რეანიმაციისთვის ამზადებდნენ.
კლინიკის ხელმძღვანელი კი სააკაშვილის კრიტიკული მართვის განყოფილებაში გადაყვანას არ ადასტურებს.