მელიას ფლანგი დარწმუნებულია, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის ჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის ორგანიზებულია

31.01.23 15:27
მელიას ფლანგი დარწმუნებულია, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის ჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის ორგანიზებულია

ნიკა მელიას ფლანგი დარწმუნებულია, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის უკანონო ჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვლის ორგანიზებულია. ეს განცხადება "პირველებთან" ბაჩო დოლიძემ გააკეთა.

"წარმოდგენა არ მაქვს არსებულ ჩანაწერზე, საიდან მოვიდა, რა ფორმით. ვიცი, ვისი მეშვეობით, ვინ აძლევდა კონკრეტულ დირექტივას, რომ ეს ჩანაწერი ერთი სოფლიდან მეორე სოფელში ეტარებინათ. სამწუხაროდ, ის ადამიანები იყვნენ, ვისაც ვასახელებდით. ფრთა აფილირებული ვანო მერაბიშვილთან, რომელბიც ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ტელეფონით ასმენინებდნენ, თურმე რა ცუდი ყოფილა ნიკა მელია, ახლა გაახსენდათ 7 წლის თავზე. ჩვენ თუ დავიწყეთ ფარული ჩანაწერების შინაარსზე საუბარი, ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციას ვაძლევთ მთლიანად პროცესს. ეს ფრიალი შიდა საუბრის არც ეთიკურად მგონია სწორი და პოლიტიკურ ინსტრუმენტად საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს ეს გამოყენებული. საერთოდ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, არ ჰქონდა, როგორ დავიწყო მე ამის მტკიცება. ეს ნიკას უნდა ჰკითხოთ", - ამბობს დოლიძე. 

აუდიო ფაილი, რომელიც მელიას წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ გამოიყენეს 2016 წლსით თარიღდება. სკანდალური ამბის დეტალები თამარ ჩერგოლიშვილმა გაასაჯაროვა.

"ტაბულას" დამფუძნებელი ასახელებს იმ პოლიტიკოსებსაც, ვისაც ჩათიდან აუდიო ფაილის გატანა შეეძლო.

ხაბეიშვილის ფლანგი კი, ვინც ჩანაწერების გავრცელებაშია ბრალდბული, პირდაპირ ამბობს რომ   გავრცელებაზე მეტად მათთვის აუდიო ფაილის  შინაარსია საინტერესო.

მსგავსი სიახლეები