რევოლუციური სცენარის განვითარება ქვეყანას არ სჭირდება - გიორგი ვოლსკი ენმ-ს
რევოლუციური სცენარის განვითარება არ არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი, მოუწოდებს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", უარი განაცხადოს ქუჩის აქციებსა და საბოტაჟზე.
გიორგი ვოლსკის აცხადებს, რომ ქვეყანას არ გამოადგება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, დატოვოს პარლამენტი.
გარეთ გასვლა, საბოტაჟი, რევოლუციური სცენარის განვითარება - ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება.
პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტიდან გასვლის შესახებ ქვეყანას უპირისპირდება და არა რომელიმე პოლიტიკურ გუნდს. - ამბობს გიორგი ვოლსკი.
დატოვებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია? ყველაფერი ენმ-ს ყრილობაზე გაირკვევა, რომელიც მარტშია დაგეგმილი.
პარლამენტის დატოვების შესახებ ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობაა.