ვინ გაუვრცელა მელიას ჩანაწერი? - შაშკინი კეზერაშვილის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს

31.01.23 15:43
ვინ გაუვრცელა მელიას ჩანაწერი? - შაშკინი კეზერაშვილის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს

ლევან ხაბეიშვილის ფლანგის წევრი დიმიტრი შაშკინი დავით კეზერაშვილის მონაწილეობას ნიკა მელიას ჩანაწერის გავრცელებაში კატეგორიულად გამორიცხავს. 

შაშკინი ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილის სკანდალური მხილოება „ევროპული საქართველოს“ შიდა სამზარეულოა.

მე წავიკითხე მისი პოსტი. ერთადერთი, რაც გავიგე ის იყო, რომ მელია აგინებდა სააკაშვილს. დანარჩენი მე ვერაფერი გავიგე. ეს „ევროპული საქართველოს“ შიდა სამზარეულოა და ჯობია, რომ ჩერგოლეიშვილს ჰკითხოთ. რაღაც გვარებს ასახელებს და არ ვიცი. ეს სხვა პარტია. ეს ამ წუთისთვის უკვე არარელევანტურია. რაც შეეხება კეზერაშვილს, მე ამ პროცესში მის მონაწილეობას გამოვრიცხავ“, - ამბობს შაშკინი. 

აუდიო ფაილი, რომელიც მელიას წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ გამოიყენეს 2016 წლსით თარიღდება. სკანდალური ამბის დეტალები თამარ ჩერგოლიშვილმა გაასაჯაროვა.

"ტაბულას" დამფუძნებელი ასახელებს იმ პოლიტიკოსებსაც, ვისაც ჩათიდან აუდიო ფაილის გატანა შეეძლო.

ხაბეიშვილის ფლანგი კი, ვინც ჩანაწერების გავრცელებაშია ბრალდბული, პირდაპირ ამბობს რომ   გავრცელებაზე მეტად მათთვის აუდიო ფაილის  შინაარსია საინტერესო.

მსგავსი სიახლეები