კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება პოლიტიკურ თამაშს ჰგავს - ვოლსკი სამადაშვილზე

05.05.21 13:38
კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება პოლიტიკურ თამაშს ჰგავს - ვოლსკი სამადაშვილზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილს უპირისპირდება და დეპუტატს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ვოლსკი სალომე სამადაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც ამნისტიის პროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადება ირაკლი კობახიძის იდეა იყო. 

მმართველი პარტიის წევრი ამბობს, რომ სამადაშვილის განცხადება პოლიტიკურ თამაშს ჰგავს.

ირაკლი კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს და განცხადებას იმ ადამიანისგან, რომელიც თვითონ მოღალატედ შერაცხა იმ ჯგუფმა, ვისაც ჩამოცილდა. ახლა ცდილობს, ყველას წინაშე მართალი იყოს. ეგრე არ გამოვა, ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი, ან ,,ნაცმოძრაობის" წინაშე ხარ მართალი,"- განაცხადა ვოლსკიმ.