პარტიიდან ადამიანების წასვლას ტელევიზიიდან ვიგებ - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ენმ-მ 2012 წელს არჩევნები რომ წაააგო, დახვდნენ და ისე გადააბარეს ხელისუფლება "ოცნებას". პარტიიდან მისი თანაგუნდელები კი ისე წავიდნენ, რომ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ამის შესახებ ტელევიზიით გაიგო.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წელს არჩევნები რომ წაააგო, დახვდნენ და გადააბარეს ხელისუფლება ქოცებს.
სამწუხაროდ, მე გუშინ არავინ მინახავს, ეს ადამიანები ისე წავიდნენ, რომ ტელევიზიიდან ვიგებ, ვიღაც სადღაც წავიდა, ვიღაცამ განცხადება გააკეთა. გულწრფელად ვწუხვარ.
აქ პირადი სენტიმენტების საქმე არ არის, მიშა გვყავს დასახსნელი, საერთო ბრძოლა გვაქვს. ძალა ერთობაშია. მე მეგობრობის ხელი გავუწოდე ყველას. მე ვაპირებ, ქართველ ხალხთან გავაკეთო კოალიცია, პირველ რიგში", - თქვა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებში, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა პოლიტიკური თანამდებობები დატოვა, თუმცა ისინი ამბობენ, რომ პარტიის წევრებად რჩებიან.
განცხადებები თანამდებობების დატოვების შესახებ კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ, გიორგი პატარაიამ, ასევე აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, გააკეთეს.