ვერ გავიგე, მორჩა არჩევნები და მიშას სასამართლოზე არ უნდა იარონ? - ხაბეიშვილი მელიას ფლანგზე
ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა ტალახის სროლის დრო არ არის, რადგან მესამე პრეზიდენტია გადასარჩენი, ამიტომაც თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ ხელი ჩაჰკიდოთ ერთმანეთს და ერტად იბრძლონ.
ხაბეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გუშინდელ სასამართლო პროცესზე მისი თანაგუნდელები ვერ დაინახა და მისი თქმით, ეს გარედან ცუდად გამოიყურება.
ხალხმა დაუჭირა მხარი ცვლილებებს, ამიტომ კი არ ჩავუსაფრდეთ ერთმანეთს და ტალახი კი არ ვესროლოთ, მოდით ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს. ეს ადამიანი არის გამოსახსნელი აქედან და გადასარჩენი
რა დროს ამ თანამდებობიდან წავალ და იმ თანამდებობიდან წავალ არის. ან ვინ მოიგონა რომ ოპოზიციაში თანამდებობები არის საერთოდ.
ცხადია, მიშა სააკაშვილის თემა არის ის, რაზეც მთელი გუნდი ერთად ვაპირებთ მუშაობას, თუმცა
გუშინ სასამართლო იყო, ვიყავი და ჩემი თანაგუნდელი იქ ვერ დავინახე. ვერ გავიგე, მორჩა არჩევნები და მიშას სასამართლოზე არ უნდა იარონ?
რას ამბობთ, რომ მელიას ფლანგს არ აინტერესებს მიშა საააკაშვილის მდგომარეობა?
არა, როგორ გეკადრებათ ამას როგორ ვიკადრებ, უბრალოდ გეუბნებით, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, ჩასაფრებული პოზიციას ჰგავს. არ არის ეს სწორი". - ამბობს ხაბეიშვილი