არ გამოვრიცხავ, ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი - კალაძე
" არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი"- ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა.
მისი თქმიოთ, ხელისუფლება რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს, რაც შეეხება დეპოლარიზაციას, კალაძე ამტკიცებს, რომ ამის შემცირება, ცალმხრივად ვერ მოხდება.
კალაძის განცხადებით, არანაირი ახსნა განმარტება არ ჰქონდა იმას, თუ რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ის მიანიჭეს მოლდოვასა და უკრაინას.
ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, შესრულებული იქნება ეს 12-ვე პუნქტი. ერთ-ერთი მიმართულება - ეს არის პოლარიზება, ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია, ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები, თუმცა სხვა რეკომენდაციები, რაც იყო, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.
თუმცა, შედეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს", - თქვა კალაძემ.