ხაბეიშვილმა პარლამენტის დატოვების საკითხი ჯერ საკუთარ პარტიაში გაარკვიოს - ხათუნა სამნიძე

31.01.23 17:20
ხაბეიშვილმა პარლამენტის დატოვების საკითხი ჯერ საკუთარ პარტიაში გაარკვიოს - ხათუნა სამნიძე

,,რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ენმ-ს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს,  ურჩევს, ჯერ საკუთარ პარტიაში გაარკვიოს, არიან თუ არა მზად პარლამენტის დატოვებისთვის და შემდეგ აზრი სხვა ოპოზიციურ სუბიექტებსაც ჰკითხოს.

პარლამენტის დატოვება არის ყავლგასული თემა და საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. თუ ამ საკითხს ვინმე წამოწევს ენმ-ში, პირველ რიგში, საკუთარი პარტიის პოზიცია უნდა გაარკვიო და მერე უნდა ჰკითხოს სხვა ოპოზიციურ პარტიებს.  - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ანალოგიურ პოზიციაზე არიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც: ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტირება მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა მასში ოპოზიციის ყველა დეპუტატი მონაწილებს, რის მზაობასაც ახლა ვერ ხედავს.

რაც შეეხება გახარიას გუნდს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი, მოუწოდებს ენმ-ს, გამოყენოს საპარლამენტო ტრიბუნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ,საქართველოს ხელისუფლებას -  ,,ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე მზად არის, პარლამენტსა და საკრებულოებში მანდატები დათმოს იმ შემთხვევაში,  თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდდ საზღვარგარეთ გადაიყვანს. ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ ,,ვივა მედში" გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები