მელია მესიანიზმის წინააღმდეგი იყო, ბოლო მომენტში გადახტა და ეგ იყო უწესობა - ჩერგოლეიშვილი ფარულ ჩანაწერზე

31.01.23 17:16
მელია მესიანიზმის წინააღმდეგი იყო, ბოლო მომენტში გადახტა და ეგ იყო უწესობა - ჩერგოლეიშვილი ფარულ ჩანაწერზე

თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ მას მოსმენილი აქვს ნიკა მელიას ჩანაწერი.

ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ის მომხრე იყო ამ დაპირისპირების შესახებ საჯაროდ ესაუბრა, რადგან თუ ნიკა მელია ერთის მხირვ სააკაშვილს აკრიტიკებდა, მეორეს მხრივ სააკაშვილის ღალატში ადანაშაულებდა ენმ-ს ყოფილ წევრებს და "ევროპული საქართველოს" წევრებს. თუმცა, ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი მაშინ გიგა ბოკერიას გამო არ გასაჯაროვდა.

"ტაბულას" დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ მელია საჯაროდ იყო მესიანიზმის წინააღმდეგი, ბოლო მომენტში გადახტა და მისი თქმით, ეს იყო უწესობა.

ცილისწამება მათი მოდუს ვივენდია. (ცხოვრების წესი) შესაბამისად, საზოგადოებამ განსაჯოს, ჩემს სიტყვას დაუჯერებენ თუ მისას. ვინც გაავრცელა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ნიკა მელიას 2016 წელს ეს აზრი ჰქონდა. ეს გამოიყენეს მის წინააღმდეგ ახლა. ჩვენ მოგვიყვა, ჩაგვიგდო, მეც იქ ვიყავი, ვიცინოდით მაგაზე. ის საჯაროდ იყო მესიანიზმის წინააღმდეგი, ბოლო მომენტში გადახტა და ეგ იყო უწესობა. მე ვამბობდი, ეს რა უსინდისობაა-მეთქი, რასაც თვითონ იძახდა. იმის გამო, რომ ჩენ მოღალატეეებს გვიძახის-თქო, ამაზე საჯაროდ თქვა , ხო პირადად ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია და გიგამ (ბოკერიამ) მაშინ მეც წინააღმდეგობა გამიწია, მეჩხუბა და იმ აზრებს, რომ ჩუმად გავრცელებულიყო ხო საერთოდ. გივი თარგამაძე, დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, რომელიც მაგ ჩანაწერების ჩაგდების დროს ციხეში იყო და მერე შემოუერთდა. ჩათში იყო თარხნიშვილი, მელია, მე და გიგა", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი, "ტაბულას" დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გამოუქვეყნა. 

აუდიო ფაილი, რომელიც მელიას წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ გამოიყენეს 2016 წლსით თარიღდება. სკანდალური ამბის დეტალები თამარ ჩერგოლიშვილმა გაასაჯაროვა.

"ტაბულას" დამფუძნებელი ასახელებს იმ პოლიტიკოსებსაც, ვისაც ჩათიდან აუდიო ფაილის გატანა შეეძლო.

ხაბეიშვილის ფლანგი კი, ვინც ჩანაწერების გავრცელებაშია ბრალდბული, პირდაპირ ამბობს რომ   გავრცელებაზე მეტად მათთვის აუდიო ფაილის  შინაარსია საინტერესო.

მსგავსი სიახლეები