წონის კლება ხდება სააკაშვილის მიერ შეგნებულად, შერჩეული რაციონიდან გამომდინარე - რა უთხრა ნადირაძემ ხვიჩიას

31.01.23 17:30
წონის კლება ხდება სააკაშვილის მიერ შეგნებულად, შერჩეული რაციონიდან გამომდინარე - რა უთხრა ნადირაძემ ხვიჩიას

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას, მტკიცებით, "ვივა მედის" დირექტორისგან მოისმინა პრეტენზია, რომ მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს არ ემორჩილება. 

ცხადია, ასეთი ტიპის პრეტენზია არსებობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ეს საჯაროდაც ითქვა...  

ნინო ნადირაძემ მითხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა არ არის იდეალური, არის წონის კლება, თუმცა გამომდინარეობს არა მხოლოდ საპატიმრო პირობებში ყოფნიდან, არამედ გამომდინარეობს მის მიერ შეგნებულად შერჩეული კვების რაციონიდან"- აღნიშნა "ტვ პირველთან" იაგო ხვიჩიამ.

დეპუტატის განცხადებით, კლინიკა მზად არის, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ, თუ პაციენტი მკურნალობის კურსს დათანხმდება: 

ისინი მზად არიან, გადაიყვანონ რეანიმაციულ განყოფილებაში, თუ ის მკურნალობის კურსს დათანხმდება. თუ მიხეილ სააკაშვილი ამას არ იზამს, მაშინ უბრალოდ აზრს ვერ ხედავენ. 

მე ექიმი არ ვარ, მაგრამ რეკომენდაციების შესრულებას რომ მოიცავს მედიკოსების კურსი, ეს ვიცი"- თქვა "გირჩის" წევრმა. 

 

მსგავსი სიახლეები