ხაბეიშვილს საპარლამენტო ცხოვრების უნარი არ აქვს - მიხეილ სარჯველაძე

31.01.23 17:46
ხაბეიშვილს საპარლამენტო ცხოვრების  უნარი არ აქვს - მიხეილ სარჯველაძე

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას ,,ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, მიიჩნევს, რომ ენმ-ს ახლადარჩეული თავმჯდომარე საპარლამენტო ცხოვრებისთვის დაბადებული არ არის და მას მანდატებით სპეკულაციას არ ურჩევს.

ეს კაცი არ არის დაბადებული საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ამის არც უნარი აქვს და არც სურვილი, როგორც ჩანს. მას სურს, რადიკალიზაციის მცდელობებიც ამ კონტექსტში შენიღბოს და თავისი პარლამენტში არსიარული არარასებულ ბოიკოტს დააბრალოს. 

არ მგონია, ეს ნორმალური და სწორი გადაწყვეტილება იყოს, როცა დეპუტატი ან იმუქრება, ან ვინმეს რამეს საპირწონედ სთავაზობს, როცა სავაჭრო ურთიერთობის გამართვას აპირებს დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე

მსგავსი სიახლეები