სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სამართლებრივად უნდა გადაწყდეს, ჩვენ ვერ ჩავერევით - მამა გიორგი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს - სასულიერო პირი ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის უფლება დაცული უნდა იყოს.
აქვე, საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სამართლებრივ ჭრილში საპატრიარქო ვერაგერს გააკეთებს.
მართლმადიდებლური ეკლესიის კომპეტანცია არ არის ის, გადაიყვანენ თუ არა (მიხეილ სააკაშვილს) საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამაში ეკლესიის ჩართვა არ შეიძლება, ჩვენი საერთო დამოკიდებულება შეიძლება იყოს, რომ ყველა ადამიანთან დაკავშირებული უფლება იყოს დაცული. გვინდა რომ ყველა ადამიანი ჯანმრთელი იყოს, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს, მე არამდენადაც ვიცი მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველაფერი კეთდდება.