გელათის ტაძრის მხატვრობას მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება - მკვლევარი მაკა ბუია
"გელათში ვითარება იმაზე კრიტიკულია, ვიდრე წარმოგვედგინა - აღნიშნული განცხადება დღეს გელათის ტაძრის სკანდალური დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა გააკეთა.
მკვლევარი მაკა ბუია პირდაპირ ამბობს, რომ უნიკალური ძეგლი განადგურების პირას არასწორად ჩატარებულმა სამუშაოებმა მიიყვანა.
სამწუხაროდ, კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა. იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ჯგუფი მუშაობდა და ტაძრის სრული კონსერვაცია ჩაატარა, სიტუაცია უკვე დამძიმებულია და პრაქტიკულად ყველა სახის დაზიანება, რაც შეიძლება, მხატვრობას ჰქონდეს, აქერცვლა, გაფხვიერება, ამომტვრევა, ყველაფერი აქვს - აცხადებს მაკა ბიუია.
,,ჩუბინაშვილის საექსპერტო ცენტრმა" საპატრიარქოს დაკვეთით გელათის მონასტრის კვლევა განახორციელა.
სკანდალური დასკვნის გამოქვეყნებისთანავე საექსპერტო ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა.