სამედიცინო დოკუმენტში შეამცირეს მიშას სიმაღლე, რომ კატასტროფული კლება არ გამოვიდეს - ნიკოლოზ სააკაშვილი
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამედიცინო დოკუმენტში შეამცირეს მიშას სიმაღლე, რათა კატასტროფული კლება არ გამოვიდეს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, კლინიკა ,,ვივა მედთან" განაცხადა.
მესამე პრეზიდენტის მამა იმედს გამოთქვამს, რომ ექიმები ჰიპოკრატეს ფიცს არ გატეხენ და პაციენტის სამედიცინო დასკვნას არ გააყალბებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოიკლო ძალიან ბევრი და ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მიშას ოფიციალურ სამედიცინო დოკუმენტში გადაკეთებულია მისი სიმაღლე. თუ ეს დასტურდება, ეს ნამდვილი კრიმინალია.
შეამცირეს მიშას სიმაღლე, რომ არ გამოვიდეს კატასტროფული კლება.
მე კიდევ იმედი მაქვს, რომ ექიმური ფიცი მაინც გაიმარჯვებს და იქნება ნორმალური ინფორმაცია. - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.