უარი მანდატებზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის სანაცვლოდ - ხაბეიშვილის შეთავაზება ოლიგარქს
თუ ხელისუფლება სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაიყვანს, ენმ მზად არის, პარლამენტისა და საკრებულოების მანდატები დათმოს, პარტიის ცენტრალური ოფისი კი ,,ოცნებას" გადაუფორმოს - არჩევნებიდან ორ დღეში ლევან ხაბეიშვილმა თანამოაზრეებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ეს გეგმა წარუდგინა.
იაფფასიანი პოპულიზმი - ასე უპასუხა პარტიის ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებიდან ერთ საათში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ენმ-ში დიდი გადალაგების ფონზე კი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. პრეზიდენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად ამზადებენ.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.