ჩანაწერების გათქმული ამბავი - ვინ გაუვრცელა ნიკა მელიას წინასაარჩევნოდ ფარული მასალა
ჩანაწერების გათქმული ამბავი - ვინ გაუვრცელა ნიკა მელიას წინასაარჩევნოდ ფარული აუდიო მასალა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს?
სავარაუდო დანაშაულში მხილებულები არიან დავით კეზერაშვილი, ლევან თარხნიშვილი და გოკა გაბაშვილი. ამ დრომდე დამალულ ამბავს ფარდა დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა ახადა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელიამ ე.წ ვოისი 2016 წელს თავად ჩააგდო საერთო ჩატში. დასახელებულმა პირებმა კი მის წინააღმდეგ კომპრომატად ახლა გამოიყენეს.
ვის ინტერესებში შედიოდა მელიას წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი ფორმა? ჩატის არცერთი წევრი ამის შესახებ არ საუბრობს. ჩერგოლეიშვილი კი მიანიშნებს, რომ ჩანაწერის გავრცელების უკან კეზერაშვილი დგას.
ექს მინისტრის სახელის ხსენება ხაბეიშვილის მხარდამჭერებს ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ძალან აღიზიანებთ და ამიტომ ცდილობენ, ეს ამბავი ჩანაწერის შინაარსზე საუბრით გადაფარონ და ისრები მელიასკენ გადაიტანონ.
ლევან ხაბეიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერი თავად ჩერგოლეიშვილის გავრცელებული იყოს.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.