დასკვნა ადასტურებს, რომ გელათში უმძიმესი ვითარებაა - აიღებს თუ არა წულუკიანი პასუხისმგებლობას?
განადგურების პირას მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსი. აიღებს თუ არა შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრი წულუკიანი? სკანდალური დასკვნა, რომელიც საპატრიარქოს დაკვეთით ,,ჩუბინაშვილის საექსპერტო ცენტრმა" მოამზადა, ადასტურებს, რომ გელათში უმძიმესი ვითარებაა.
კვლევის მიხედვით კულტურის სამინიტროს მიერ განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოები არასწორად ჩატარდა, რამაც შესაძლოა, ძეგლი ბოლომდე გაანადგუროს. ყოველი წვიმის მოსვლა ტაძრისთვის ახლა ფაქტობრივად განაჩენია.
,,ჩუბინაშვილის საექსპერტო ცენტრს" სკანდალური დასკვნის გამოქვეყნება შესაძლოა, დიდი ფასი დაუჯდეს.
დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მალევე გაირკვა, რომ ცენტრის ფინანსებს აუდიტის სამსახური შეისწავლის. მანამდე კი გელათში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ოპოზიცია თეა წულუკიანს პასუხისმგებლობას აკისრებს და მინისტრს მოუწოდებს, წარმოადგინოს გეგმა გელათის გადარჩენის შესახებ.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.