მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესზე დასწრებას ითხოვს
მიხელ სააკაშვილი საკუთარ პროცესზე დასწრებას ითხოვს. მესამე პრეზიდენტი მზად არის, სასამართლოს დისტანციურად, პალატიდან, ჩაერთოს.
მოსამართლისთვის ჩვენების მისაცემად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები და "ვივა მედის" ექთანი ემზადებიან.
რადგან დღეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ მოჰყავთ პროცესზე, ამიტომ სასამართლოზე დისტანციურად ჩაერთვება.
მოგეხსენებათ, სასამართლოს მეგობრის რეკომენდაცია ჰქონდა გაცემული და პროცესზე დაიკითხებიან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი მედიკოსები. ასევე დაიკითხება ,,ვივა მედის" ექიმი და ველოდებით ქალბატონი ჯიშკარიანის ცენტრიდან ერთ-ერთ ექსპერტს. - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.