ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის გამო 2 თვით დაკეტავენ
კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება. სარემონტო სამუშაოები იქ ივნისი-აგვისტოს შუალედში მოხდება. წინასწარი ინფორმაციით, რეაბილიტაცია 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით.
სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე. მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული აღნიშნული პროექტი - თქვა კახი კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის გამარტივებული წესით ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიას გაუფორმა.
2014 წელს „ბადა ქონსტრაქშენის“ 100%-იანი წილის მფლობელმა, ბაჩანა ადამიამ, მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი გადაურიცხა.
მეტრო ვარკეთილის რემონტი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაუჯდება.
ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით ნარმანიას პერიოდშიც განხორციელდა.