უკაცრავად, რის გადაბარებაზე საუბრობენ? - მელიას ფლანგი ვერ ხვდება, რა პრეტენზიები აქვს ხაბეიშვილის მხარეს
ენმ-ს წევრი, ბაჩო დოლიძე, ვერ ხვდება, რა პრეზტენზიები აქვს ლევან ხაბეიშვილის მხარეს და რა გადაბარების პროცესში ითხოვს მათ მონაწილეობას.
მელიას ფლანგის წევრი ამბობს, რომ გადაბარება რაიმე იურიდიული პროცესი არ არის და ვერ იგებს, რა პრეტენზიები აქვს ხაბეიშვილის ბანაკს.
მილოცვის მეტს არაფერს არ ვაკეთებ და ვსაუბრობ იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კონკრეტული ნაბიჯების განხორციელების პერიოდში ვართ ერთი გუნდი. ამაზე მეტს არ ვსაუბრობ არაფერს, თავს არ ვესხმი, არ ვაკრიტიკებ, მივიღე ის მოცემულობა, რაც არის. უკაცრავად, რის გადაბარებაზე ვსაუბრობთ?
ვინმეს მართლა ხომ არ ჰგონია, რომ იურიდიული დოკუმენტაციის შევსებაში ვინმე... საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ადამიანია რის უკვე თავმჯდომარე. შესაბამისად, უნდა შეუდგეს უკვე მოქმედებებს, რასაც გვეუბნებოდა. ჩვენც მზად ვართ ამ საქმისთვის - ამბობს ბაჩო დოლიძე.