კეზერაშვილის ცოლისძმამ თანმდებობიდან მომხსნა - რეპრესიები ენმ-ს წალენჯიხის ორგანიზაციაში
დავით კეზერაშვილის ცოლისძმა "ნაციონალური მოძრაობის" წალენჯიხის ორგანიზაციის წევრმა რეპრესიებში დაადანაშაულა.
გიორგი გაბელია, რომელიც წალენჯიხაში ენმ-ს ფეისბუკ გვერდს ხელმძღვანელობს, ყვება, რომ მას დაუკავშირდა დიმიტრი ჩიქოვანი (კეზერაშვილის ცოლისძმა) და უთხრა, რომ ის უკვე ჩახსნილია პროცესებიდან.
გაბელია ამ ყველაფერს უკავშირებს იმას, რომ ის ნიკა მელიას მხარდამჭერი იყო.
ჩვენს გვერდზე მოხდა ვიღაც უცხო პირიდან დაპოსტვა. მე წავშალე ეს სტატუსი და ამის შემდეგ ჩაგვხსნეს 4 კაცი ადმინობიდან.
მირეკავს დიმიტრი ჩიქოვანი და მეუბნება და მეუბნება, პირადად მე ჩაგხსენიო. მეთქი, რა მიზეზით? ასე გადაწყვიტა პარტიამ, პარტიის საკუთრებაა და ასე გადაწყდაო. დაგებარებინათ ყველა ადმინი და თუ საჭირო იქნებოდა, მოხდებოდა გადაბარება-თქო, ვუთხარი.
არაო, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ასე იქნებაო. მე როცა ვკითხე, რა პოზიცია გაქვთ პარტიაში-თქო, შენი საქმე არ არისო.
როცა ვიკითხე, მითხრეს არანაირი თანამდებობა არ გააჩნია მას ამ მომენტისთვის პარტიაშიო. იცოდნენ, რომ მელიას ვუჭერდით მხარს და ეტყობა, ამის გამო გაღიზიანდნენ" - ამბობს გაბელია.