სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით ევაჭრებიან - შალვა ხაჭაპურიძე

01.02.23 12:14
სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით ევაჭრებიან - შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილთან მიდის მოლაპარაკებები და პირდაპირ ვაჭრობა რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ავრცელებს.

შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით,  კლინიკის ადმინსიტრაციამ მესამე პრეზიდენტს განუცხადა, თუ საკვების შემცველ პრეპარატს ინტრავენურად მიიღებს, მაშინ  მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანს.

მიდის ვაჭრობა, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ - აი, თუ შენ გადაისხამ საკვების რაღაც, ტერმინოლოგია არ ვიცი, როგორია სამედიცინო, ამ შემთხვევაში გადაგიყვანთო.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, თუ პაციენტს სჭირდება გადაყვანა, უნდა გადაიყვანო, თუ არ დაჭირდება, გადმოიყვან. 

პაციენტს უნდა გადაყვანა, ჩვენ გვინდა გადაყვანა, ვითხოვთ ამას, სოცილაური ქსელითაც მოვითხოვეთ, ექიმებსაც ვესაუბრეთ.

ექიმების გადასაწყვეტია, გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს რეანიმაციაში, თუმცა ეს ფაქტი სასამართლო პროცესზე ასახვას არანაირად არ ჰპოვებს - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე

 

მსგავსი სიახლეები