წალენჯიხის მერი გურამ მაჭარაშვილის განცხადებას დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს

01.02.23 13:14
წალენჯიხის მერი გურამ მაჭარაშვილის განცხადებას დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს

წალენჯიხის მერიაში  ,,ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის, განცხადებას, დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

მაჭარაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით ბრიფინგი წალენჯიხის მერმა და მისმა მოადგილემ გამართეს. მათ  2021 წლიდან მუნიციპლიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, როგორიცაა სამეგრელოში დაგეგმილი სხვადასხვა ფესტივალი, აიტი სკოლა, იუვენტუსის აკადემიის დაარსება და სხვა პროგრამები.

ივანიშვილისგან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძეს წალენჯიხაში რეალურად პროექტები არ განუხორციელებია.

მსგავსი სიახლეები