საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, ჩემი ჯანმრთელობა, თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
სასამართლო პროცესზე საუბარი სააკაშვილმა ქართულ ენაზე დაიწყო და თქვა, რომ მან საქართველოს ცოდნა და ჯანმრთელობა მისცა:
რასაც ვითხოვ, ეს არის, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული. - თქვა მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას.