ხელები მიემტვრევა ყველას, ვინც სააკაშვილის დოკუმენტაციას გააყალბებს - ხაბეიშვილი
ხელების მიემტვრევათ ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დოკუემნტაციას გააყალბებს, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, პარტიაში ვერანაირი სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება.
ბიძინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდნენ, სხვათაშორის, სამთავრობო სხდომაზე ღარიბაშვილს ეს კრიმინალი ჯანდაცვის მინისტრი და იუსტიციის მინისტრიც რომ უზის იქ და აყალბებენ, მათ შორის, კონკრეტულ დოკუემნტაციას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ხელები მიემტვრევა ამ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებ. პირდაპირი მნიშვნელობით ხელები მიემატვრევათ. ამიტომ, დღეს, ცხადია, წარმოდგენილი ვარ სასამართლოზე. სასამართლო პროცესი რომ მალე მორჩეს, ისედაც გაიწელა პროცესი და ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ დაჩქარდეს პროცესების, ის იწელება და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი დღის წესრიგი, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილი არის ტყვეობაში, არ და ვერ იქნება და შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტს სიკვდილსა და პრეზიდენტის გადაყვანას შორის, - თქვა ხაბეიშვილმა.