"განცხადებები ყველასთან შეთანხმებული ვერ იქნება" - კირკიტაძე მელიას ფლანგს პასუხობს

01.02.23 13:40
"განცხადებები ყველასთან შეთანხმებული ვერ იქნება" - კირკიტაძე მელიას ფლანგს პასუხობს

ენმ-ს მოქმედი თავმდჯომარის თანამოაზრე დავით კირკიტაძე ნიკა მელიას ფალნგის ბარლდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ყველა განცხადება პარტიის ყველა წევრთან შეთანხმებული ვერ იქნება.

კირკიტაძის თქმით, მათთვის ნომერ პირველ ამოცანას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება წარმოადგენს და ყველა ქმედებას ამ ჭრილში განიხილავენ. 

ყველა განცხადება, ბუნებრივია, ვერ იქნება ყველასთან შეთანხმებული, მაგრამ ლევანისთვის, ჩემთვის და ყველასთვის, ჩემი მეგობრებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამ ჭრილში მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას და მე, როგორ გგონიათ, რამე განცხადებას რომ გავაკეთებ თქვენთან, ეს ლევან ხაბეიშვილმა იცის?, - თქვა კირკიტაძემ. 

 "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი ურთიერთბრალდებების მიზეზი ამჯერად "ქართული ოცნების" მიმართ პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის შეთავაზება გახდა. ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების და პარტიის ოფისის დათმობა შესთავაზა.

ნიკა მელიას ფლანგმა ხაბეიშვილი პარტიის წევრებთან შეუთანხმებელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები