არასერიოზული და კომიკური განცხადება - სარჯველაძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე

01.02.23 13:59
არასერიოზული და კომიკური განცხადება - სარჯველაძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე არასერიოზულს და კომიკურს უწოდებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ არც ენმ-ს ოფისი და მათი მანდატები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი არ არის. 

დაუჯერებელიც კი იყო, უბრალოდ, იმდენად  არასერიოზული განცხადება ერთ-ერთი პირველი განცხადება ახლადარჩეული ხელმძღვანელმა თუ თავმდჯომარემ პოლიტიკური პარტიისა რატომ უნდა გააკეთოს? კარგად უნდა შეაფასოს, უბრალოდ, რომ როდესაც ასეთ შეთავაზებებს აკეთებს, უნდა ხვდებოდეს, რომ რა გამოაქვს შესათავაზებლად. არ ვიცი, რატომ ჰგონია და რატომ აქვს ასეთი განცდა, რომ ვიმესთვის შეიძლება მნიშნელოვანი იყოს ან მისი პარტიის ოფისის დათმობა ან მისი ყოფნა-არყოფნა პარლამენტში  თუ საკრეულოშ მისი რომელიმე კოლეგისა და ა.შ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ეს არ არის ლოგიკური დამოკიდებულება და ამიტომაც არის ყველაფერი ეს არამც თუ უბრალოდ არასერიოზული, არამედ ერთგვარად კომიკურიც, - თქვა სარჯველაძემ. 

ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების და პარტიის ოფისის დათმობა შესთავაზა. 

მსგავსი სიახლეები