ვის რაში სჭირდება მაგათი მანდატები და ოფისი? - მაჭარაშვილი ხაბეიშვილის შეთავაზებაზე

01.02.23 14:04
ვის რაში სჭირდება მაგათი მანდატები და ოფისი? - მაჭარაშვილი ხაბეიშვილის შეთავაზებაზე

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ხაბეიშვილის შეთავაზებას მმართველი გუნდის მსგავსად არასერიოზულს უწოდებს. ე.წ. ივანიშვილის დაჯგუფების წევრის თქმით, ენმ-ს მანდატები და ოფისი ხელისუფლებას არაფერში სჭირდება. 

ვის რაში სჭირდება მაგათი მანდატები ან საკრებულოში ან პარლამენტში და მითუმეტეს, ოფისი... შესაბამისად, თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ რამე წონას წარმოადგენს მათი მანდატები რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში, ძალიან ცდება და თუ ის იცის, რომ არაფერი არ ღირს, არაფერს ვის სთავაზობს? არასერიოზულობით დაიწყო უკვე ბატონმა ხაბეიშვილმა, - თქვა მაჭარაშვილმა. 

ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატებისა და პარტიის ოფისის დათმობა შესთავაზა.  

მსგავსი სიახლეები