ლევან ბეჟაშვილი: "ოცნებისთვის" მანდატების დათმობის შეთავზება ხაბეიშვილს პარტიის სახელით არ გაუკეთებია
ლევან ხაბეიშვილის გუნდი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების" მისამართით ენმ-ს ახალი თავმჯდომარის მიერ გაკეთებული შეთავაზება მისი პირადი პოზიცია იყო და არა პარტიის გადაწყვეტილება.
ლევან ხაბეიშვილს ხომ არ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადება პარტიის სახელით, ეს იყო დასმულ კითხვაზე პასუხი, რომელიც ეხებოდა პარლამენტში შესაძლო დარჩენას, ან დატოვებას.
ეს შეთავაზება ახლაც გვაქვს და ადრეც გვქონდა. მაგრამ მთავარი არ არის, პარლამენტს როდის დავტოვებთ. პარლამენტს მაშინ დავტოვებთ, თუ ეს იქნება შედეგზე გათვლილი და მიხეილ საკაშვილი გათავისუფლდება - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილი ასევე ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა არ განიხილება.
გუშინ გააკეთა ხატია დეკანოიძემ განცხადება, დღეს გვექნება მასთან შეხვედრა, მის მოსაზრებებს გავივლით. ბუნებრივია, იქნება შეთავაზება, რომ მან გაგრძელოს ფრაქციის თავმჯდომარის საქმიანობა.
ამ პოსტზე კონკრეტული კანდიდატურის განხილვის საკითხი არ მიმდინარეობს. - თქვა ხაბეიშვილის გუნდის წევრმა.