ინტელექტი არ გააჩნია, მხოლოდ სახტუნაოზე ხტომით აჩვენებს შესაძლებლობებს - ვოლსკი ხაბეიშვილზე
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის შემოთავაზებას აფასებს.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი ურჩევს ლევან ხაბეიშვილს, ,,ოცნებისთვის" დათმობის ნაცვლად პარტიის ოფისში პოლიტიკური, საგანმანათლებლო, ცენტრი გახსნას, სადაც ლექციებს წალენჯიხის მერთან ერთად წაიკითხავს.
სერიოზულ პასუხს ვერ გასცემ. თუ ოფისის დათმობას აპირებს, არასწორია. იქ, შეიძლება, შექმნას პოლიტიკურ-საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი, სადაც ის და წალენჯიხის მერი წაიკითხავენ ლექციებს.
როცა რესურსი არ გაგაჩნია ინტელექტუალური და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნვით აჩვენებ შენს შესაძლებლობებს, სჯობს, პარლამენტიდანაც გახვიდე, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე.
არ მაქვს ადეკვატური კომენტარი, ხაბეიშვილი ხელს მოამტვრევს, თუ ფეხს, თუ ყურს მოაჭრის, ან ხახვს დააჭრის, ის ყოველთვის იქნება ასეთი ხეპრული, როყიო, აგრესიული - ამბობს გია ვოლსკი.