ხელისუფლება ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს - გახარია გამყრელიძეს მხარდაჭერას უცხადებს
გიორგი გახარია ამირან გამყრელიძეს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ადამიანების დაუფასებლობა წესად აქცია.
ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის მხრიდან მათი დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი.
"სამწუხაროდ, ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში.
კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად. მადლობა სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს.
მთავრობის მხრიდან მათი დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი. მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა" - წერს გახარია
ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინიტროს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი შეფი ამტკიცებს, რომ სამინიტროს თანამშრომლებს მასთან კომუნიკაციას უკრძალავდნენ.
ირკვევა, რომ გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.
რატომ გამოუცხადა ომი ჯანდაცვის უწყებამ ქვეყნის ყოფილ ეპიდემიოლოგს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გამყრელიძემ მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს და ცენტრის თანმაშრომლებს ელექრტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილით მოსთხოვა. აზარაშვილის უწყება კი დუმს.