"ოცნების" რეპრესიები ამირან გამყრელიძეს შეეხო - რა მისწერა ეპიდემიოლოგმა ჯანდაცვის უწყებას
"ქართული ოცნების" რეპრესიები ამირან გამყრელიძეს შეეხო. ქვეყნის ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგი ჯანდაცვის სამინიტროს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
დაავადებათა კონტროლის ყოფილი შეფი ამტკიცებს, რომ სამინიტროს თანამშრომლებს მასთან კომუნიკაციას უკრძალავდნენ. რატომ გამოუცხადა ომი ჯანდაცვის უწყებამ ქვეყნის ყოფილ ეპიდემიოლოგს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გამყრელიძემ მინისტრს , მინიტრის მოადგილეებს და ცენტრის თანამაშრომლებს ელექრტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილით მოსთხოვა.
კრიტიკული წერილში ორ ვრცელ შეტყობინებას მოიცავს. ამირან გამყელიძემ მასში წერს, რომ თავი კეთროვანი ჰგონია, რადგან მასთან თანამშრომლები თავს არიდებდნენ. დაავდებათა ცენტრის ყოფილი შეფი ფიქრობს, რომ ეს სამინისტროს მხრიდან ერთგვარი დავალება იყო.
საქმიანი წერილი მივწერე დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაკოპირებული სამინისტროსთან და ვთხოვე ასევე, რომ ის არ გასაჯაროვებულიყო. მე რომ მდომოდა გადასაჯაროვება, ამას მე თვითონ გავაკეთებდი. საიდან გავიდა არ ვიცი ეს წერილი.. არავისზე ნაწყენი არ ვარ. მე ისტყვა ნაწყენს არ ვხმარობ, სხვა სიტყვებს ვხმარობ, დავუსვი წერტილი დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ოფიციალურად ჩემს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, იქ მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ დავსვი წერტილი, გადავფურცლე ჩემი კარიერის ეს ფურცელი, - ტქვა „პირველებთან“ გამყრელიძემ.
გამყრელიძის წერილს აზრაშვილის უწყება დუმილით შეხვდა. თამარ გაბუნია კი დღეს "პირველების" კამერას კაბინეტში დაემალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ეცნტრში ახლა ცდილობენ დაადგინონ, ვინ მიაწოდო მედიას ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგის წერილი.