პენიტენციურის ადვოკატის აღიარება - გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ნამდვილად ცუდად გამოიყურებოდა

01.02.23 17:10
პენიტენციურის ადვოკატის აღიარება - გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ნამდვილად ცუდად გამოიყურებოდა

პენიტენციური დაწესებულების ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ცუდად გამოიყურებოდა და სასამართლოზე მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა არ იყო მარტივი.

თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ თუ პატიმარი ვერ ეგუება გარემოს და ამის გამო უნდა გათავისუფლდეს ეს პრეცედენტი არ ყოფილა ციხეთა სისტემაში არ ყოფილა. 

სააკაშვილი ვიზუალურად არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა. ეს რბილად რომ ვთქვათ. არავის არ სიამოვნებს, რა თქმა უნდა, მისი ამ მდგომარეობაში ნახვა. თუ პატიმარი ვერ ეგუება გარემოს და ის ამით ავადდება, უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის გამო უნდა იყოს ის გათავისუფლებული, ეს პრეცედენტი არ ყოფილა.
ჩვენ მიგვაჩნიოა, რომ რეალურად ამ სიტუაციაში რომელშიც არის ის დღეს, მკურნალობა არის შესაძლებელი”, - ამბობს ნიკოლაიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები