საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კეკლუცი მძიმე შედეგების მომტანი იქნება - დეკანოიძე

01.02.23 17:35
საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კეკლუცი მძიმე შედეგების მომტანი იქნება - დეკანოიძე

საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კეკლუცი მძიმე შედეგების მომტანი იქნება, - ეს განცხადება ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ კარასინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 

ოპოზიციის წევრის თქმით, თუკი ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ფრენების აღდგენას შესთავაზებს, ეს ცხადყოფს, რომ კრემლი "ქართული ოცნებისგან" დასტურს ელოდება. 

ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ხელისუფლების კეკლუცი, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთან, ეს იქნებოდა ძალიან მძიმე და განსაკუთრებით ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო გადართყლია, ჩვენი საერთაოშიროს პარტნიორები, უკრაინისთვის დახმარების მიწოდებაზე და ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, რომ კარასინმა ვერასდროს გაუბედოს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ის არის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, რომ რეალურად ისაუბროს იმაზე, რომ ფრენები აღდგება თუ არა და ელოდებიან, ვთქვათ, ორმხრივ შეთავაზებას ან მეორე მხარის შეთავაზებას. თუ რუსეთი ჩვენ შემოგვათაზებს, რომ უნდა გაიხსნას ორმხრივად ფრენები, მაშინ საქართველოს ხელისუფლებისგან, როგორც ჩანს, ისინი ელოდებიან დასტურს, - თქვა დეკანოიძემ.  

 რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მსჯელობს, ტუმცა ამისთვის ორივე მხარის თანხმობა იქნება საჭირო.

მსგავსი სიახლეები