შეიზღუდოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია - "საქართველოსთვის"
პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო მიგრაციას შეზღუდავს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ოპოზიციის წევრებმა ამ კუთხით რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს რეზოლუციის მხარაჭერისკენ მოუწოდეს.
ხვალვე ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება შეზღუდოს საქართველოს ტერიტორაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდოს უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. მივმარტავთ ყველას, როგორც „ქართულ ოცნებას“ , ისე ყველა საპარლამენტო პარტიას მხარი დაუჭირონ და შეუერთდნენ აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, - განაცხადა ბუჩუკურმა.