364 მომხრე - ევროპარლამენტმა სააკაშვილის საკითხზე საგანგებო დებატები ჩანიშნა
364 მომხრე - ევროპარლამენტმა სააკაშვილის საკითხზე საგანგებო დებატები ჩანიშნა. გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ევროპის "სახალხო პარტიის" მიმართვის საფუძველზე იქნა მიღებული.
კენჭისყრის წინ, კოლეგებს სიტყვით ევროდეპუტატმა ანა ფოტიგამ მიმართა. მან ხაზი მიხეილ სააკაშვილის მძმე მდგომარეობას გაუსვა და ამ თემაზე გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით საგანგებო დებატების ჩანიშვნა მოითხოვა.
კოლეგებო, დღეს ყველას გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გვენახა თბილისის სასამარლოს დარბაზში. ჩვენ დავიანხეთ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არაერთ დოკუმენტში, ჩვენ გამოვხატეთ წუხილი და მოთხოვნა ციხიდან მისი ჰუმანიტარული გზით გათავისუფლებასთან დაკავშრებით, რომ საზღვარგარეთ სათანადოდ უმკურნალონ. დღესდღეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაადასტურა მსოფლიოში ცნობილმა ნევროლოგმა- ბევრს სხვა დანარჩენთან ერთად დაადგინა უამრავი დარღვევა, ისევე როგორც, პატიმრის არასათანადო მკურნალობა. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი მოთხოვნა, - განაცხადა ევროდეპუტატმა სესიაზე.
კენჭსყირაზე საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დააყენა და მხარი დარბაზში მყოფი ერვოპარლმენტარების აბსოლუტურმა უმრაველსობამ დაუჭირა.