"ბუმერანგის პრინციპი არ დაგავიწყდეთ!" - ზურაბ ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს
კლინიკა "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მოუწოდებს, მუქარასა და წყევლისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მედიკოსი ასევე, საზოგადოებას ბუმერანგის პრინციპის შესახებ შეახსენებს.
საქვეყნოდ ვაცხადებ კიდევ ერთხელ და აქაც, ოღონდ მკურნალობაზე უარს ნუ იტყვის პაციენტი და ყველაფერზე თანახმა ვართ, ინტენსიურში დარჩება თუ რეანიმაციაში გადავა! კიდევ რას ითხოვთ ჩვენგან???? მაინც იმუქრებით, იწყევლებით და ა.შ!
აზრის გამოტანის პრობლემა გაქვთ პაციენტისგან განსხვავებით???!!! ისე ბუმერანგის პრინციპი არ დაგავიწყდეთ!!!!!!, - წერს ზურაბ ჩხაიძე.