მოკითხვა მოსკოვიდან - ტელევიზიებში აბაშიძე-კარასინის სკანდალური აუდიოჩანაწერი გაიგზავნა
ტელევიზიების ელექტრონულ ფოსტაზე ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის სატელეფონო ჩანაწერი გამოიგზავნა. აუდიოჩანაწერს „კიბერკმარა“ ავრცელებს. სწორედ მათ მიერ იქნა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერები გასაჯაროვებელი.
სკანდალური ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია. ასევე, კარასინი აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთს ახალი ინიციატივა აქვს, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელ ახალი დერეფნის გაჭრას გულისხმობს.
7 წუთიანი აუდიოჩანაწერს თან ანოტაციაც ახლავს.
კარასინი - გირეკავ რატომ იცი? ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანლობასთან მქონდა საკმაოდ ვრცელი საუბარი. მინდა რომ შენც იყო საქმის კურსში. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან კონტაკტებით და საუბარი ძალიან პროდუйტიული იყო. დაინტერესებულები არიან ზემო ლარსით და კიდევ სხვა მიმართულებებით. უფრო მეტიც, მათ უნდა, რომ ეს კონტაქტები რეგულარული გახდეს, მიუხედავად ვითარების გამწვავებისა. მიმახვედრეს ისიც, რომ მათ პერსპექტივაში გეგმაში აქვთ, რომ დაიწყონ ახალი დერეფნის მშენებლობა, რომელიც ჩვენ და თქვენ შეგვაერთებდა. რუქები ხელთ არ მაქვს მაგრამ, ეს არის კრასნოდარის მხრიდან პირდაპირ სამხრეთ ოსეთის უფრო მარცხენა მხარეს გაივლის.
ხომ გესმის?
აბაშიძე - დიახ, არა, არა, აქ უკვე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება. ეს იქნება ლარსი-ყაზბეგის მიმართულებით პარალელური მაგისტრალი.
კარასინი - ეს შენ მხედველობაში გაქვს არსებული გზის რეკონსტრუქციისმაგვარი? მოდერნიზაცია ხდება?
აბაშიძე - არა. ის რაც არის, რჩება და შენდება პარალელური მაგისტრალი.
კარასინი - რაღაც მანძილზე
აბაშიძე - კი რაღაც მანზილზე, ამის შესახებ ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ.
კარასინი - ააა შენ უფრო ინფორმირებული ხარ.
აბაშიძე - მაშინ ეს საწყის ეტაპზე იყო ახლა კი უკვე 9 კილომეტრიანი გვირაბი იქნება -ყველაზე გძელი კავკასიაში.
კარასინი - როგორც ჩანს, სწორედ ეს ჰქონდათ მხედველობაში.
აბაშიძე - და თქვენ ქვენს მხარესაც როგორც ვიცი.
კარასინი - არა. მაგაშია საქმე, რომ ჩვენი მხრიდან ისინი აპირებენ ააშენონ უფრო მასშტაბური სისტემა, მისასვლელებით.
კიდევ რა უთხრა კარასინმა აბაშიძეს ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.